რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 9,8 მილიონმა უკრაინის მოქალაქემ დატოვა სახლი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 23%-ზე მეტია. ამის შესახებ UN (გაერო) ანგარიშშია ნათქვამი.
აქედან, 6 500 000-მა პირმა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით დატოვა, 3 300 000-ს კი ქვეყნიდან მოუხდა წასვლა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ამ დრომდე დაიღუპა 816 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, 2 149 კი დაშავდა. თუმცა, ეს რიცხვი იზრდება, რადგან რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას ამ დრომდე განაგრძობენ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს