რუსეთის დუმა განიხილავს საკითხს ანტირუსული განცხადებებით გამოსული არტისტებისთვის სახელმწიფო პრემიების ჩამორთმევის შესახებ. როგორც ცნობილია, ინიციატივა დუმაში დეპუტატმა ეკატერინა სტენიაკინამ წარადგინა.
სტენიაკინა ამბობს, რომ რუსეთისთვის ამ რთულ პერიოდში, სახელმწიფო პრივილეგიებითა და სახალხო არტისტის ტიტულით არ უნდა სარგებლობდნენ არაპატრიოტი არტისტები, ისეთები როგორებიც არიან: ლია ახეჯაკოვა, ბორის გრებენშიკოვი და მაქსიმ გალკინი.
ცნობისთვის, ამ დრომდე კანონში გაწერილი იყო, რომ სახალხო არტისტის წოდება შეიძლება ჩამოერთვას პირს, რომელიც მძიმე დანაშაულს სჩადის. სტენიაკინა ამბობს, რომ კანონში ცვლილება შევა, სადაც ამ მუხლს ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაც დაემატება.