კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა.

მისივე თქმით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია ხუთი ადამიანი.

„ჭურვი სვიატოშინის რაიონში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. შენობა და ახლომდებარე მანქანები განადგურებულია. არსებული ინფორმაციით, დარტყმის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავდა ხუთი ადამიანი, მათგან ორი ჰოსპიტალიზებულია“, – განაცხადა კლიჩკომ.