"ბელორუსის რკინიგზის თანამშრომლების დამსახურებით უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი ამ დროისთვის მთლიანად გაწყვეტილია", - ამის შესახებ უკრაინის რკინიგზის სამსახურის, Ukrzaliznytsia-ს ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა Nastoyaschee Vremya-ს ეთერში განაცხადა.
„მე ცოტა ხნის წინ მივმართე ბელარუსის რკინიგზას, რომ არ შეესრულებინათ კრიმინალური განკარგულებები და რუსული სამხედრო კოლონები უკრაინაში არ შემოეშვათ. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ბელარუსსა და უკრაინას შორის კავშირი აღარაა. დეტალებს არ დავაზუსტებ, თუმცა მადლობას ვუხდი ბელარუსის რკინიგზას იმისთვის, რასაც აკეთებენ.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორგანიზაციის პატიოსანი ადამიანები უკრაინაში სამხედრო კოლონების შემოშვებას შეაჩერებენ“ - განაცხადა უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელმა.