აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში 25 მარტს, ჩავა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება. როგორც ცნობილია, საუბრის თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იქნება.
"პრეზიდენტი განიხილავს, როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა შექმნა" - აცხადებს თეთრი სახლი.
ასევე წაიკითხეთ:
თეთრი სახლის პრესსპიკერი: ევროპაში ვიზიტისას, ჯო ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება