უკრაინის ქალაქ სუმიში ქიმიური ქარხნიდან, სუმხიმპრომიდან ამიაკმა გაჟონა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, უკრაინის ქალაქ სუმიში ქიმიური ქარხნიდან, სუმხიმპრომიდან ამიაკმა გაჟონა

როგორც ცნობილია, დაზიანდა ამიაკის ერთ-ერთი რეზერვუარი. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხერპლი არ მოჰყოლია.

"საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ ამიაკის ღრუბლის დალექვაზე. დასახლებული ქალაქს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი და დაზარალებული არ არიან" - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.