ალექსეი არესტოვიჩი: ბელორუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ

"ბელორუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს.

„ბელარუსელ სამხედროებს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ სურთ. ბელარუსის მთავრობა მუდმივად აფასებს მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მათივე მონაცემების მიხედვით, სამხედროების 60% უკრაინის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციას ნეგატიურად აფასებს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს