აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, პრეზიდენტის თანაშემწედ და მის მრჩევლად ეროვნული უშიშროების საკითხებში ფილიპ გორდონი დაინიშნება. ამის შესახებ Reuters წერს.
ის აქამდე 14 თვის განმავლობაში, მისი მრჩევლის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.
მანამდე ფილიპ გორდონი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე იყო და თეთრი სახლის კოორდინატორი ( 2013-15 წლებში) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის საკითხებში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწე (2009-2013 წლებში) და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპული საკითხების დირექტორი (1998-99 წლებში).
სამთავრობო პოზიციების მიღმა, მას დიდი გამოცდილება აქვს კვლევით ინსტიტუტებში.
ფილიპ გორდონი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს.