ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი, რომელიც 2025 წლიდან იქნება ბრძოლის უნარიანი და რომლის ბირთვს გერმანია უზრუნველყოფს.
"ამ ნაბიჯით ევროპის კავშირს ექნება ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები“, რათა გახდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ ნატოსთან ერთად" - დაწერა ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.