"ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება", - ამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები შეინიშნება. გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9 საჰაერო სამიზნე - 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი.
“300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და დატოვა ოპერაციის ტერიტორია 70 ტექნიკით”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.