ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

"უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

მათივე ცნობით, პოლონეთში გადასულ ნახევარ მილიონამდე ლტოლვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ამასთან, მედიცინის მუშაკთა ინფორმაციით, უკრაინიდან გადმოსულ ბავშვებსა და დედებს გამოფიტვისა და დეჰიდრაციის ნიშნები აქვთ.

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა