NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც NATO-უკრაინის და NATO-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს.
„NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს. ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ: