რუსულ საოკუპაციო ჯარს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგები ეწურება, - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ დახურულ ბრიფინგზე უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა.
„რუსულ ჯარს მარაგთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ეს არის მსხვილი და მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ერთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა მარაგების შევსების პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იყინება, იმიტომ რომ ცივი ამინდისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არ აქვთ. მოყივნის გამო მათ ფრონტის წინა ხაზის დატოვება უწევთ. ამას ემატება საწვავისა და საკვების პრობლემა“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ასევე წაიკითხეთ:
პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა