უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენი პოლონელი კოლეგები აცხადებენ, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე ისაუბრებენ. იმედია, მათ ესმით, რაზეა აქ საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება“, - განაცხადა ლავროვმა.
ასევე წაიკითხეთ: