ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
ჟოზეფ ბორელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს.
ასევე წაიკითხეთ: