კიევის მერი: ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ომის დაწყებიდან კიევში 264 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალები კვლავ ცდილობენ ჩერნიგოვის დაკავებას. ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქის სასაფლაო დაღუპულთა დასაკრძალად საკმარისი არ იქნება, როს გამოც მიცვალებულებს ძველ სასაფლაოზე კრძალავენ.

ხარკოვის მერის თქმით, ქალაქში განადგურებულია ათასამდე საცხოვრებელი სახლი.

ასევე წაიკითხეთ:

კიევის მერი: კიევში 10-სართულიანი კორპუსის ეზოში ჭურვი ჩამოვარდა