ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი აცხადებს, რომ ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მოკავშირეებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმებას და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გულისხმობს.
„დღეს ჩვენ ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: პირველი, შევთანხმდეთ შეძლებისდაგვარად მასშტაბურ დახმარებაზე უკრაინისთვის. მეორე არის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ამ ორ ამოცანასთან გამკლავებას. ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ესაა ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამაზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ეგილს ლევიტსმა.
ასევე წაიკითხეთ: