ევროკავშირმა პირობა დადო, დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"რუსული სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა