ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტა პირველად 2020 წელს სამხედრო აღლუმზე წარადგინეს, რომლის მასშტაბებმა სამხედრო სფეროს სპეციალისტებიც კი გააოცა.
ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.