მარიუპოლის საქალაქო საბჭო: მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება.

ნანგრევებში მოყოლილთა ამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისა და საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხორციელდებოდა.

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება. 

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა