სალომე ზურაბიშვილი: დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით

საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. 

"საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. დროა, ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. აქ იყო ამერიკის პრეზიდენტი და მივიღეთ ისე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის. მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ". – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულების განმავლობაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.