უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა თხოვნით, არ გახსნას რუსეთში, დონის როსტოვში ოფისი, რაც დაგეგმილი ჰქონდათ. კიევის შეფასებით, ეს იქნება მოსკოვის „ჰუმანიტარული დერეფნების“, უკრაინელების გატაცებისა და იძულებითი დეპორტაციის ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ცნობისთვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ხუთშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის არმიებს შორის შეთანხმება იყო საჭირო, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
გაერო: რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, უკრაინაში 1 104 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა