შეთანხმებულია ორი ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან და რუბეჟნოედან მოსახლეობის ევაკუაციისთვის, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ოკუპანტებმა სროლა შეაჩერონ, ხალხს მივცეთ საშუალება გამოვიდნენ სარდაფებიდან, თავშესაფრებიდან და ჰუმანიტარული დერეფანი გაიარონ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი მშობლიური უკრაინა“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან