ლევან დავითაშვილი: აბსოლუტურად გამორიცხულია საქართველოში რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლა

ლევან დავითაშვილის თქმით, აბსოლუტურად გამორიცხულია საქართველოში რუსეთიდან შავი ფულის შემოსვლა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ფინანსური სისტემა დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ამ კუთხით საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრი, სადაც გამორიცხულია მსგავსი ტრანზაქციები და რისკი. იმიტომ რომ საქართველო არის ყველა იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ქვეყანაში არაკანონიერი შემოსავლის ბრუნვის პრევენციას აკეთებს. არსებობს რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობისა და მონიტორინგის სისტემა, მათ შორის ფულადი ნაკადების მიმოსვლასთან დაკავშირებით, რასაც მკაფიო ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკი და შესაბამისი სტრუქტურები. საქართველოს საბანკო სისტემა პასუხისმგებლიანი და მეტსაც ვიტყვი, ერთ-ერთი მოწინავეა გამჭვირვალობის კუთხით, იმიტომ რომ ყველა ძირითად მაკონტროლებელი ინსტრუმენტი, რომელიც ბანკებს უნდა ჰქონდეს, დანერგილია“, - განაცხადა დავითიშვილმა.