გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

„დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა - გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, - აღნიშნული განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, „დიდი შვიდეულის“ ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა.

„რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, - აღნიშნა ჰაბეკმა. 

„რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ