დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და მათი განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე.