რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით.
პუტინი უბრალოდ დაბრუნდა, რათა მეტი მიეღო. ამიტომ ამ საშინელი აგრესიის შემდეგ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ მისი გამარჯვება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, არაფერი ჭამონ, ან დალიონ