ვთქვათ ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა. ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების" - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ტელეკომპანია რიონის ეთერში რუსეთ-უკრაინის ომს ოჯახის დანგრევას ადარებს.
"იგივე, ოჯახი ინგრევა ვთქვათ, ცოლ-ქმარს შორის რაღაც მოხდა, რძალ-დედამთილის პრობლემაა, სიძე-სიმამრის პრობლემაა, შესაძლებელია შერიგება? თუ შესაძლებელია ოჯახი გადარჩეს, ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახში ბავშვები არიან, ბავშვების გული სკდება ამით, რომ იქ დედ-მამა ერთმანეთთან ასე არიან, იქ ბებია-ბაბუა ერთი მხრიდან, ბებია-ბაბუა მეორე მხრიდან ერთმანეთთან ასე არიან, ცუდად იხსენებენ, ლანძღავენ და ბავშვი დაბნეულია, ვის მხარეს დადგეს, არ იცის, კი, დედა უყვარს, დედისკენ არის, მაგრამ მამის გარეშეც არ უნდა იყოს და გული იხლიჩება ბავშვების, ასეა აქაც, მშვიდობიანი მოსახლეობა შეიძლება არ იყოს არავის მიმართ ცუდად განწყობილი, გული გახეთქილი აქვთ, ათასობით, მილიონობით ლტოლვილი გარბის თავისი ქვეყნიდან" - ამბობს მიტროპოლიტი.