რუსული დელეგაცია პუტინ-ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის დელეგაციამ სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორი ნაბიჯის გადადგმაზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის დელეგაციაზე დაყრდნობით РИА იტყობინება, რომ ეს ნაბიჯები მოიცავს „კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობის მკვეთრ შემცირებას", ამასთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას.

 

ჩვენ უკვე გავუგზავნეთ რუსეთს წინადადება პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის  შეხვედრის შესახებ.  ველოდებით მათგან პასუხს, - ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით აეახამიამ 24-ე არხს განუცხადა. 

არახამიას თქმით, შეხვედრისთვის საკმარისი მასალა არსებობს. 

ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება