სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციაში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწისა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ბლადიმირ მედინსკის განცხადებით, თავის მხრივ „რუსეთის ფედერაცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას არ ეწინააღმდეგება“.
ამასთან მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებზე არ ვრცელდება ყირიმსა და დონბასზე. მისი თქმით უკრაინამ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიების ომით დაბრუნებაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და სტამბოლის მოლაპარაკებაზე უკრაინის დელეგაციის წევრმა ალექსანდრე ჩალიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე მნიშვნელოვანია.
ამასთან ცნობილია, რომ უკრაინა სტამბოლში მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ახალი საერთაშორისო შეთანხმების ინიციტივით გამოვიდა.
ალექსანდრე ჩალის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, ომის დასრულებისთვის დიპლომატიურ ფორმატს წარმოადგენს.
მისი თქმით, „საკვანძო მოთხოვნებია - ზუსტი იურიდიული სავალდებულო გარანტიები უკრაინისთვის, რომელიც თავისი შინაარსით და ფორმატით NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიურია“.
ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება