ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედება შემცირდება.
„ეს არაფერს მეუბნება, სანამ არ დავინახავ როგორია მათი ქმედებები. ვნახავთ შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ"- ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს ჯო ბაიდენმა სინგაპურის პრემიერ- მინისტრ ლი ჰსიენ ლუნგთან ერთობლივი პრესკონფერენციას მსვლელობისას ჟურნალიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციები გაგძელდება.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.
ცნობისათვის, თურქეთში 29 მარტს უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მხარეებმა განიხილეს ომის სეწყვეტის საკითხი, თუმცა დელეგაციის წევრებს ამ დროისთვის არცერთი დოკუმენტისთვის არ მოუწერიათ ხელი.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება