ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება, მომარაგება საკმარისი არ არის, თუ გვჭირდება გაზის ფასების შემცირება, ნავთობის მიწოდება უნდა გავზარდოთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
აშშ სტრატეგიული მარაგიდან რეკორდული რაოდენობის ნავთობს გასაყიდად გამოიტანს. მისივე თქმით, ყოველდღიურად ბაზარზე ერთ მილიონ ბარელ ამერიკულ ნავთობს გაიტანენ და ეს ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
დღეს გავეცი ნებართვა, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სტრატეგიული მარაგიდან ყოველდღიურად მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანონ ბაზარზე“, – განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.
ასევე წაიკითხეთ:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება