Reuters: პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს

პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.

რომიდან მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა უკრაინული მხარის მიპატიჟებას, ჩასულიყო კიევში.

"დიახ, ეს საკითხი განიხილება." - თქვა პაპმა ფრანცისკემ. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ 

რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს

უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს 

რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“

რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა