თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„მტკნარი სიცრუე, რომელიც დღეს გავრცელდა, თითქოს, საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთში საქართველოს გავლით კონტრაბანდის შეტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რაც მიზნად უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის ჩრდილის მიყენებას ისახავს. ამის უკან მდგომებს ცუდი ზრახვები აქვთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ“, - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე წაიკითხეთ
ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში
ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა