აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ის იმ პოზიციაში არ არის, რომ ამ საკითხზე ისაუბროს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გვექნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს რას ნიშნავს რუსეთის აგრესია.
დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.
დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე".
მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე წაიკითხეთ
ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში
ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა