საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 5-6 აპრილს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართავს.
დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორესთან.