რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს რეგიონში არის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა ერთმანეთთან დაიწყონ საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ვიცით, რომ საქართველოს პრემიერს აქვს ძალიან მჭიდრო ნდობითი ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, ისე სომხეთის ხელისუფლებასთან და ამან თავისი შედეგებიც გამოიღო, მოხდა შეთანხმება ნაღმების რუკის გაცვლასთან დაკავშირებით, ასევე, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ამ მხრივ შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება, ნდობითი ურთიერთობების აღდგენის და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
შალვა პაპუაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა