უკრაინაში ზებგერითი რაკეტის გამოყენების შემდეგ AUKUS მათგან თავდაცვაზე მუშაობას იწყებს

დღეს ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ახალი შეთანხმება წარმოადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია „თეთრი სახლის“ვებგვერზეა ხელმისაწვდომი. 

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირი, რომელიც ცნობილია AUKUS-ის სახელით, ზებგერითი იარაღის კვლევისა და მისგან თავდაცვის მექანიზმის შექმნის მოტივით ითანამშრომლებს.

პროგრამა დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ავსტრალიის თავდაცვის ალიანსის ნაწილი იქნება, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა.

ინიციატივა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც ჩინეთსა და რუსეთში ზებგერითი რაკეტების წარმოება დაიწყო. ასევე, ვრცელდება დადასტურებული ინფორმაცია გასულ თვეში რუსეთის მიერ უკრაინაში მათი გამოყენების შესახებ.

ამასთან, თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში (AUKUS) ავსტარლიას გადასცემს ატომურ წყალქვეშა გემს, შესაბამისი აღჭურვილობით უმოკლეს ვადებში და გაუვრცელებლობის უმაღლესი სტანდარტები ზედმიწევნით იქნება დაცული.  

გაფართოებული შესაძლებლობების ფარგლებში AUKUS შეიმუშავებს და უზრუნველყოფს ერთობლივ მოწინავე სამხედრო შესაძლებლობებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

2022 წლის მარტს სამი მოკავშირის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩევლები ვირტუალურად შეხვდნენ და განიხილეს AUKUS-ის პროგრესი სამმხრივი პარტნირობის ფარგლებში. 

ავსტრალიამ, აშშ-მ და ბრიტანეთმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში AUKUS კავშირის შექმნის შესახებ 2021 წლის 15 სექტემბერს განაცხადეს.