საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის მცხოვრები დააკავეს. უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა გიორგი ქუჯოშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო დაკავება სოფელ აძვთან​​ გუშინ მოხდა.