საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ქართველ და სომეხ ერს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს.
შალვა პაპუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, რეგიონული დიალოგის ხელშეწყობა გააგრძელოს.