იტალიაში, კომოს ტბაზე უცნობებმა რუსი ტელეწამყვანის ვლადიმერ სოლოვიოვის ერთ-ერთი ვილის დაწვა სცადეს. ინციდენტი 6 აპრილის დილას მოხდა.
მენაჯოს მერის თქმით, კომოს ტბაზე ცარიელ ვილაში ცეცხლის გასაჩენად უცნობებმა საბურავები გამოიყენეს. მეხანძრეება ცეცხლის ლიკვიდირება სწრაფად შეძლეს.
მერი აცხადებს, რომ მომხდარი „დემონსტრაციული საქციელია“, რადგან მანამდე სოლოვიოვის კიდევ ერთ ვილაში კედლებზე წარწერები იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და თავად ტელეწამყვანის წინააღმდეგ.
იტალიაში სოლოვიოვის ვილები, როგორც პუტინთან დაახლოებული პირების კერძო საკუთრება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაყადაღებულია.