UN: საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან უკრაინა 4,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა 4 319 494 ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ლტოლვილების თითქმის ნახევარმა უკრაინა 24 თებერვალს დატოვა და პოლონეთში იმყოფებიან. პოლონეთის საზღვარი 2 514 504-მა ლტოლვილმა გადაკვეთა, რუმინეთის საზღვარი 662 751-მა, უნგრეთის -404 021-მა, მოლდოვის - 401 704-მა, რუსეთის - 350 632, სლოვაკეთის - 304 983-მა და ბელორუსის -18 060-მა ლტოლვილმა. 

გაეროს ცნობით, 18-23 თებერვალს რუსეთში დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებიდან 113 ათასი ადამიანი გადავიდა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

ასევე წაიკითხეთ

ომის დაწყებიდან 1 თვეში უკრაინიდან წასული ლტოლვილების რაოდენობამ უკვე 3.6 მილიონს გადააჭარბა