ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე არ უნდა იმართებოდეს, რადგან ქვეყანა ამ ომში "ჩაითრიეს" და რუსეთთან ერთდ ერთ „კალათში მოათავსეს“.
„მსურს გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც უკვე გადავეცით საგარეო საქმეთა სამინისტროს რეალიზებისთვის. შეუძლებელია მოლაპარაკებები ბელორუსის გარეშე. თუ ჩვენ ამაში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში ეს დასავლეთის ქვეყნებს ეხება, ამ მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა ისმოდეს ბელორუსის პოზიციაც. ჩვენ იქიდან გამოვდივართ, რომ ეს ომი ჩვენი ქვეყნის ჭიშკართან მიმდინარეობს და ის ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ბელორუსში არსებულ სიტუაციაზე. შესაბამისად, ბელორუსის ზურგს უკან სეპარატისტული შეთანხმებები ვერ იარსებებს". - თქვა ლუკაშენკომ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ