დმიტრო კულება: თქვენ არ გესმით რა გრძნობაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ბუჩაში მომხდარი მოვლენების შეაფასა. 

თქვენ არ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ, - განაცხადა კულებამ. 

მისი თქმით, არის რაღაცები, რასაც ხალხი უბრალოდ ვერ მიხვდება.

,,თქვენ არ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც ბუჩას სურათებს უყურებ, გაქცეულ ადამიანებთან საუბარი, იმის ცოდნა, რომ ადამიანი, რომელსაც იცნობთ, 4 დღის განმავლობაში აუპატიურებდნენ... თქვენ არ გესმით, რა გრძნობაა, როდესაც რუსი ჯარისკაცები ბავშვებს აუპატიურებენ. ვწუხვარ, მაგრამ არის რაღაცები, რომლებსაც უბრალოდ თქვენ ვერ მიხვდებით", - განაცხადა კულებამ.

ბუჩაში მოკლულთა თითქმის 90% ჩაცხრილულია, - ამის შესახებ კიევი ოლქში მდებარე ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკიმ განაცხადა.

"მთლიანად დანგრეულია 112 კერძო სახლი, 18 მრავალსართულიანი კორპუსი კი საარტილერიო შეტევის შედეგად დაზიანდა და დაიწვა", - განაცხადა ფედორუკიმ.

6 აპრილის მონაცემებით, ბუჩაში 320 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

2 აპრილს უკრაინის თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარმა კიევის ოლქი დატოვა. ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ, როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს