მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება

მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მეორე ეტაპზე შეგროვილი ტვირთი უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

იმერეთიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესს ადგილზე ხელმძღვანელობდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მერიების სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით სამედიცინო დახმარების საგნები, მედიკამენტები, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორები და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებია შეძენილი. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით, შეგროვდა არამალფუჭებადი პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები ტკბილეული და ტანსაცმელი. ტვირთის მობილიზების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი.

პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა, მათ შორის 40 ტონა იმერეთის რეგიონიდან გაიგზავნება.