რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო შერიგების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან კვირას, ბზობის დღესასწაულის მსახურებაზე განაცხადა.
„გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება. მაგრამ არა იმიტომ, რომ ხელახლა დატენოთ შეიარაღება და ისევ ბრძოლა დაიწყოთ. არა. შერიგდით, რომ მიხვიდეთ მშვიდობამდე ნამდვილი მოლაპარაკებებით და ასევე იყავით მზად გარკვეულ მსხვერპლზეც ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა აქამდეც არაერთხელ მოუწოდა მხარეებს ომის შეწყვეტისკენ. 2 აპრილს მან ასევე განაცხადა, რომ განიხილება მისი უკრაინაში ჩასვლის შესაძლებლობაც.