ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პოლონეთიდან კიევში მატარებლით გამგზავრებისას უკრაინის რკინიგზის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ჯონსონმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მატარებელში არის გადაღებული.
ამასთან, ბრიტანეთის ლიდერმა უკრაინელები, როგორც „რკინის ხალხი“, ისე მოიხსენია.
„მივემგზავრები უკრაინის რკინიგზის ფანტასტიკური მატარებლით, რომელიც პოლონეთიდან კიევში მიდის”, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.