არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებას შევუწყოთ ხელი. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ: