ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს, მის შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ კი შვედეთი გამოაცხადებს. ამის შესახებ The Times-ი წერს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მოწვეული სტუმრების სახით შვედეთი და ფინეთი ესწრებოდნენ.
ნეიტრალური სტატუსი მქონე ფინეთისა და შვედეთის ბლოკში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად განიხილება.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გეგმები თუ განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც NATO-ს წევრებს შორის რუსეთთან ყველაზე გრძელი (1340 კმ) საერთო საზღვარი ექნება.