უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟინი აცხადებს, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს.
„გრძელდება მარიუპოლის დაცვა, კავშირზე ვართ მარიუპოლის დამცველებთან, რომლებიც ქალაქს გმირულად ინარჩუნებენ. ვიმეორებ, რომ თავდაცვითი ოპერაციების მიმდინარეობა არ წარმოადგენს საჯარო დისკუსიების თემას. ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებელასა და შეუძლებელს გამარჯვებისთვის და მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველა მიმართულებით“, - აცხადებს ზალუჟინი.
მანამდე, Facebook-სა და მედიაში უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხედროებისთვის დღევანდელი დღე „ალბათ, ბოლო ბრძოლა იქნება, რადგან რესურსები იწურება“.
ეს განცხადება შემდგომ უარყო და მას „ფეიკი“ უწოდა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ.
ასევე წაიკითხეთ
საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება